„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში სავარაუდოდ ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება.