რუსთავის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, თიბისის მხარდაჭერით, ახალი სახელითა და სიმძლავრით აახლებს მუშაობას

რუსთავის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, თიბისის მხარდაჭერით, ახალი სახელითა და სიმძლავრით აახლებს მუშაობას

access_time2023-01-30 11:30:29

რუსთავში, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ამერიკული სტანდარტებით აგებული საწარმო "რუსთავოილის" ახალი ბრენდის პრეზენტაცია შედგა. რებრენდინგის შედეგად, საწარმო "სერპენსის" სახელით განაგრძობს ოპერირებას.

 

 

 

 

დაფუძნების დღიდან, თიბისი კომპანიის ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია. თანამედროვე სტანდარტების მქონე მაღალტექნოლოგიური ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს პირველი ეტაპის მშენებლობა 2019 წელს დასრულდა, რის შედეგადაც იგი დღემდე პარტნიორებს უმაღლესი ხარისხის ბიტუმის მიწოდებას სთავაზობდა.

 

 

 

 

აღნიშნული იდეის გაჩენა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ისტორიულად, საქართველოს,  როგორც  სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია, რომელიც თავისთავად მოითხოვდა მძლავრი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არსებობას. საგზაო ინფრასტრუქტურისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ბიტუმი, რომელიც  აქამდე სრულად იმპორტირებულ ნედლეულს წარმოადგენდა.

 

 

 

 


ზემოაღნიშნული იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, როდესაც პროგრამა „აწარმოე საქართველო"-ს ფარგლებში კომპანიას პირობადადებულ საკუთრებაში გადმოეცა 10 ჰექტრამდე ტერიტორია ქ. რუსთავში, სამრეწველო ზონაში, ხოლო კომპანიის მიერ განხორციელდა ჯამურად დაახლოებით 30 მილიონიანი ინვესტირება.

 

 

 

 

სახელის ცვლილების გარდა, საწარმო საგრძნობლად ზრდის საცავების საერთო მოცულობას 20 000 ტონამდე,  რის შედეგადაც იგი პარტნიორებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. იზრდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სიმძლავრეებიც და 8-ის ნაცვლად 32 ვაგონ-ცისტერნის ერთდროულად მიღება, დაცლა და დატვირთა იქნება შესაძლებელი.

 

 

 

 

„მოგეხსენებათ,  ბიტუმი ასფალტის წარმოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და მეტწილად განსაზღვრავს გზების ხარისხს.  ჩვენი საწარმო წარმოადგენს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, რკინიგზის ჩიხით, ნედლეული მიღების და მისი დიდი მოცულობით დასაწყობების ინფრასტრუქტურით. აქედან გამომდინარე,  ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კონკურენტუნარიან ფასად ვაწარმოოთ ევროსტანდარტის შესაბამისი პროდუქცია.  ჩვენთან იწარმოება სხვადასხვა რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისი ექვსი მარკის ბიტუმი, რაც ასფალტის ხარისხს და მის ექსპლუატაციის ვადას საგრძნობლად ზრდის. საწარმოს აქვს საშუალება, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ასფალტის მწარმოებელს შეუფერხებლად მიაწოდოს ბიტუმი, გამოყენებისთვის ოპტიმალურ კონდიციაში, შეკვეთიდან 1-7 საათის განმავლობაში", - ირაკლი გოგოლაძე, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა „სერპენსი"-ს წარმომადგენელი.

 

 

 

 

საწარმოში დღეისათვის დასაქმებულია 70-მდე ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა. გარდა ამისა, იგიგმება  ათამდე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტის ჩამოყვანა, რომელთა უშუალო ჩართულობით განხორციელდება საწარმოს თანამედროვე სტანდარტებით ექსპლუატაცია.

 

 

 

 

ასევე, უახლოეს პერიოდში ქარხანა დაიწყებს მაზუთის გადამუშავებას, რის შედეგადაც გაიზრდება საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი საბაზო ზეთებით, გაზოილით, გუდრონით და სხვა ნავთობროდუქტებით.



(R)



 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up