რუსთავის მერიამ, ქალაქის შემოსასვლელისა და სამი მოედნის რეკონსტრუქციის პროექტის ბოლო ეტაპის განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში რუსთავის შემოსასვლელის, ჟიული შარტავას, თამარ მეფისა და რუსთაველის სახელობის მოედნების სრული რეკონსტრუქცია ხორციელდება, გარდამავალია და მისი ღირებულება 5 114 696 ლარია.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს დილიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე მიმდინარეობს.
პროექტის თანახმად, ქალაქის შემოსასვლელში, თამარ მეფის, ჟიული შარტავასა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნებზე მოეწყობა მწვანე კუნძულები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურებითა და გარე განათების სისტემებით. ოთხივე ლოკაციაზე დაირგვება 1700 -მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, იცვლება სასმელი წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც. დენდროლოგიური ზონების სარწყავი სისტემის ტექნიკური წყლით მომარაგება, მდინარე მტკვრიდან რუსთავში პირველად მოხდება.