რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვლადიმერ პოტეშკინმა ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ სანქტ-პეტერბურგში ჩაფრენისას მგზავრებს ეცნობოთ გმირ-ქალაქ ლენინგრადში ჩასვლის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
Rossiya Airlines-ის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ახლა პულკოვოს აეროპორტში დაშვებისას პილოტები ამბობენ: „სანქტ-პეტერბურგი გმირი-ქალაქი ლენინგრადი“. ავიაკომპანიის პრესსამსახურში კომენტარი არ გაუკეთებიათ იმის შესახებ. მიიღეს თუ არა დამატებით განკარგულებები.
დღეისათვის პულკოვოს აეროპორტის ფასადს ასეთი აბრა აქვს: „პულკოვოს აეროპორტი სანკტ-პეტერბურგი“ და „გმირი ქალაქი ლენინგრადი“.
1991 წელს გამართულ რეფერენდუმზე ლენინგრადელთა 54%-მა მხარი დაუჭირა ქალაქს სანკტ-პეტერბურგის ისტორიული სახელის დაბრუნებას.