რუსეთის ბანკებში თებერვალ-მარტში ძვირფასი ლითონის მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა. 1-ლი აპრილის მდგომარეობით, ანგარიშებზე ნაშთმა 227,3 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 3,5 მლრდ დოლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული მინიმალური მაჩვენებელია. ინფორმაციას RBC რუსეთის ბანკის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორ თვეში ინვესტიციების მოცულობა 20,2 მილიარდი რუბლით (დაახლოებით 311,8 მლნ დოლარით), ანუ 17,2%-ით შემცირდა. ოქროს მხრივ კლება კიდევ უფრო გამოხატულია. RBC-ის მონაცემებით, 1 აპრილისთვის ბანკებში 43,8 ტონა აფინირებული ოქრო იყო შენახული, რაც 11,4 ტონით (20,7%-ით) ნაკლებია, ვიდრე ორი თვით ადრე იყო. ძირითადი, 10,8 ტონით ვარდნა თებერვალში დაფიქსირდა, ხოლო მარტში ოქრო მხოლოდ 0,6 ტონით შემიცრდა.
RBC-ის ცნობით, ბაზრის მონაწილეებმა ოქროს მარაგების შემცირების მიზეზად საექსპორტო ოპერაციების გააქტიურება დაასახელეს. „სოვკომბანკში“ აცხადებენ, რომ თებერვლის დასაწყისში ბაზრის მონაწილეებს ოქროს საზღვარგარეთ გატანა თავისუფლად შეეძლოთ. ისინი დარჩენილ ოქროს სანქციების მოლოდინში ჰყიდდნენ, ხოლო მარტში ასეთი გაყიდვები არ დაფიქსირებულა.