რუსულ ფასიან ქაღალდებს ინდექსებიდან ამოიღებენ

რუსულ ფასიან ქაღალდებს ინდექსებიდან ამოიღებენ

access_time2022-03-01 16:20:00

რუსულ ლისტინგებს ინდექსებიდან ამოიღებენ. ამის შესახებ აქციების ინდექსის პროვაიდერმა კომპანია MSCI-მ ექსკლუზიურად სააგენტო Reuters-ს განუცხადა.


პროვაიდერი ამბობს, რომ ეს „შემდეგი ბუნებრივი ნაბიჯი იქნება,“ რადგან დასავლეთის ახალი მკაცრი სანქციებისა და ცენტრალური ბანკის ვაჭრობის შეზღუდვის გამო, რუსეთის საფონდო ბაზარი არაინვესტირებადი გახდა.


„ჩვენთვის დიდი აზრი აღარ ექნება რუსული ფასიანი ქაღალდების ჩართვას, თუ ჩვენი კლიენტები და ინვესტორები ბაზარზე ტრანზაქციას ვეღარ შეძლებენ. ყველა ჩვენგანისთვის აშკარაა, რომ ბაზარზე ვაჭრობა მეტად რთულია და დღეს ის, ფაქტიურად, არაინვესტირებადია,“ - აცხადებს MSCI-ის ინდექსების კვლევის ხელმძღვანელი და ინდექსის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი მელასი.


მისი თქმით, MSCI-მ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს კონსულტაციებს ინვესტორებთან, რისი შედეგიც, დაგეგმილ ქმედებებთან ერთად, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გამოცხადდეს.



MSCI-მ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ინდექსი გაყინა და თებერვლის მიმოხილვის ფარგლებში, რუსული ფასიანი ქაღალდების ცვლილებებს აღარ განახორციელებს.


„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება, თუმცა მომდევნო ბუნებრივ ნაბიჯად რეალურად განვიხილავთ ჩვენი ინდექსებიდან MSCI Russia-ს ან რუსული ფასიანი ქაღალდების ამოღებას,“ - ამბობს მელასი.


გუშინ MSCI-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ბაზრის მონაწილეებისგან, საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორებისთვის რუსეთის სააქციო ბაზრის ხელმისაწვდომობისა და ინვესტირებადობის ამჟამინდელი დონის შესახებ გამოხმაურებებს მოითხოვდა. MSCI აცხადებს, რომ დამატებით შეტყობინებას კვირის ბოლომდე, ბაზრის მონაწილეების გამოხმაურების განხილვის შემდეგ გაასაჯაროვებს.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up