დღეს ბელორუსიაში ძლიერი აფეთქება გაისმა. ეს უკავშირდებოდა რუსული გამანადგურებლის, MiG-31K აალებას. ამის შესახებ RBC-უკრაინა მონიტორინგის ჯგუფის „ბელარუსი გეუნის“ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
თვითმხილველების თქმით, მოლოდეჩნოს რაიონში (მინსკის ოლქი) ცაში ძლიერი აფეთქება გაისმა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობების შუშები ჩაიმსხვრა.
თუმცა, მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, ეს არ არის აფეთქება, არამედ, სავარაუდოდ, ძრავის ძაბვა.
„გაიუნის“ ცნობით, კიევის დროით 10:59 საათზე მოლოდეჩნოს რაიონში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების MiG-31K გამანადგურებელის (RF-95194), ორი ძრავიდან ერთ-ერთი აალდა, რასაც აფეთქების ხმაც მოჰყვა.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტები არტილერიით დაბომბა. იერიშის შედეგად დაზიანებულია კერძო სახლები.