Urals-ის ნავთობის საშუალო ფასი 2022 წლის 15 დეკემბრიდან 2023 წლის 14 იანვრამდე პერიოდში ბარელზე 46,82 დოლარი, ანუ ტონაზე 341,8 აშშ დოლარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახრი ავრცელებს.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ნავთობის საექსპორტო გადასახადი, რომელიც ახლა ტონაზე 16,7 დოლარია, 1 თებერვლიდან 12,8 დოლარამდე შემცირდება. ღია ნავთობპროდუქტებსა და ზეთებზე გადასახადი ტონაზე 5,0 დოლარიდან 3,8 დოლარამდე, მუქზე კი 16,7 დოლარიდან 12,8 დოლარამდე შემცირდება.
ამასთან, კომერციული ბენზინის ექსპორტზე გადასახადი 3,8 დოლარამდე შემცირდება, ე.წ. მძიმე ბენზინის - 9,1 დოლარიდან 7,0 დოლარამდე ტონაზე. თხევად გაზზე (LNG) გადასახადი იქნება $21.0, სუფთა LPG ფრაქციებზე – $18.9.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ურალის ნავთობი Brent-ის ბრენდის ღირებულებაზე და დასავლეთის მიერ დაწესებულ ფასის ჭერზე თითქმის ორჯერ დაბალი ფასით იყიდება . როგორც ბლუმბერგი დამოუკიდებელი ფასების სააგენტოს Argus-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს 6 იანვარს რუსული საწვავი პრიმორსკის პორტში ბარელზე 38 დოლარად იყიდებოდა.