რუსეთის ახალი 100-რუბლიანი კუპიურა მიმოქცევაში იმ სირთულეების გამო არ შევა, რაც მოჰყვა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან გამომდინარე ქმედებებს, როდესაც შესაბამისი სფეროს წამყვანმა პროვაიდერებმა რუსეთი დატოვეს.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა წარმოადგინა ახალი 100-რუბლიანი ბანკნოტი "იდეოლოგიური აქცენტებით", თუმცა იდეა განუხორციელებელი რჩება იმ მიზეზით, რომ სწორედ აშშ-ის წამყვანმა პროვაიდერებმა, მათ შორის გაყიდვების ტერმინალის მწარმოებლებმა NCR და Diebold Nixdorf რუსეთი უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ დატოვეს.
გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსული ბაზრის განვითარება პრიორიტეტული იქნება - ეს უკვე რუსი ანალიტიკოსების მოსაზრებებია. სხვადასხვა წყაროსთან ისინი საუბრობენ, რომ პროვაიდერების სერვისის აღდგენამდე ახალი ბანკნოტების გამოყენება შეუძლებელია.
წყარო: ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი