რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

access_time2022-05-29 12:00:47

13 მაისს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები ამოიწურა და საქართველოში მოქმედი წისქვილები უახლოეს დღეებში გაჩერდება. ხორბლის მარაგის ამოწურვა არ ნიშნავს, რომ საქართველო პურის გარეშე დარჩება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 13 მაისსვე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი იაფი ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა და ხორბლის ფქვილის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. განცხადებაში აღნიშნული იყო ისიც, რომ ორ თვეში საქართველოში ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღებაც დაიწყება. 

საქართველოს ხორბლის 85% იმპორტირებულია. ბოლო წლების განმავლობაში ხორბლის ადგილობრივი წარმოება (100-110 ათასი ტონა) ქვეყნის მოთხოვნის მხოლოდ 15%-ს აკმაყოფილებს. ხორბლის მიწოდებაში ადგილობრივი მწარმოებლების წილი მაქსიმალური 2016 წელს იყო, როცა თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტმა 19%-ს მიაღწია. 

როგორც ხორბლის, ისე ხორბლის ფქვილის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. 2014-2021 წლებში იმპორტირებული ხორბლის 85-99%-ს რუსული ხორბალი შეადგენდა და ყოველწლიურად საქართველო საშუალოდ 500-600 ათას ტონა ხორბალს ყიდულობდა. რაც შეეხება ფქვილს, 2014 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ფქვილის იმპორტი მცირდებოდა. საქართველო წელიწადში დაახლოებით 15-20 ათას ტონა ხორბლის ფქვილს ყიდულობდა. ფქვილის მთავარ მომწოდებლად რუსეთი რჩებოდა, მცირე რაოდენობით ფქვილის იმპორტი უკრაინიდან, სომხეთიდან და თურქეთიდანაც ხორციელდებოდა.

ხორბლისა და ფქვილის იმპორტის ბალანსი მკვეთრად შეიცვალა 2021 წლის შემოდგომაზე. 2021 წლის ივნისში საქართველოსთვის ხორბლის მთავარმა მომწოდებელმა რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი დააწესა, რომელიც თავდაპირველად 1 ტონა ხორბალზე $58-ს შეადგენდა, ხოლო შემოდგომაზე ტარიფი $78-მდე გაიზარდა. შედეგად, ქართველ იმპორტიორებს რუსეთიდან ხორბლის იმპორტი გაუძვირდათ, რაც ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის რაოდენობასა და ფასზე მკვეთრად აისახა. 

2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით რუსეთიდან ხორბლის იმპორტი სტაბილურად მცირდება. 2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში 27 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, როცა 2021 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 66,7 ათას ტონას შეადგენდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის – ლევან სილაგავას თქმით, რუსული ხორბლის ყოველ ტონაზე ექსპორტის გადასახადი 2022 წლის მაისისთვის $120-მდეა გაზრდილი. რუსული ხორბლის გაძვირების გამო, მართალია, ხორბლის იმპორტირებული საერთო რაოდენობა შემცირდა, თუმცა, იმპორტის მოცულობა შედარებით გაიზარდა ყაზახეთიდან და სომხეთიდან.


გაძვირებული რუსული ხორბლის მთავარი ჩამნაცვლებელი იაფი რუსული ფქვილი გახდა, რომლის იმპორტიც თვიდან თვემდე იზრდება. თუ 2021 წელს ხორბლის ფქვილის იმპორტის მთლიანი მოცულობა 37,5 ათასი ტონა იყო, 2022 წლის მხოლოდ იანვარ-მარტში იმავე მაჩვენებელმა 31,7 ათას ტონას მიაღწია, რომლის 99%-ზე მეტიც რუსეთიდან შემოვიდა. ფქვილის ძალიან მცირე რაოდენობა შევიძინეთ თურქეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან და ავსტრიიდან, თუმცა, ამ ქვეყნებიდან შემოტანილი ფქვილის წილი იმპორტში 1%-ზე ნაკლებია. 

ხორბლის იმპორტირებული ფქვილით ჩანაცვლებას ორი ძირითადი უარყოფითი ასპექტი აქვს. ერთი მხრივ, საქართველოში ხორბლის გადამამუშავებელ სექტორსა და წისქვილებში დასაქმებული ადამიანები შესაძლოა, უმუშევრები დარჩნენ, რასაც  საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავაც უსვამს ხაზს. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები, რადგან ფქვილის მარაგები ხანგრძლივად არ ინახება. შესაბამისად, მარაგი ხორბლით უნდა შეიქმნას. გრძელვადიანი სასურსათო უსაფრთხოებისთვის იმპორტის ბაზრების დივერსიფიცირება სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუმცა, ხორბალზე ფასების გლობალურად ზრდა რუსული ბაზრის იაფი შემცვლელების პოვნას ართულებს. 

მართალია, იმპორტირებული ფქვილი ადგილობრივთან შედარებით იაფია, მაგრამ ხორბლის ფქვილის ფასები რუსეთშიც იზრდება. ეს საქართველოში პურის ფასზეც აისახება. 2021 წლის განმავლობაში პური და პურპროდუქტები 20%-ით გაძვირდა. 2022 წლის აპრილში კი, გასულ წელთან შედარებით, 28.8%-ით გაიზარდა. უკრაინის ომისა და ინფლაციის გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, პურზე ფასების ზრდა გაგრძელდება.

წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up