რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ისევ იმატებს

რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ისევ იმატებს

access_time2022-02-02 16:50:00

რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადმა ისევ მოიმატა და 28 თებერვლის ჩათვლით ტონაზე 260,1 დოლარით განისაზღვრა, ნაცვლად იანვარში არსებული 251,4 დოლარისა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების მიხედვით, განაკვეთი გამოითვლება ტონაზე 1,371,7 დოლარის საორიენტაციო ფასით.

ცნობისათვის, რუსეთში ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან დაწესდა და 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს. გადასახადი ყოველთვიურად ახლდება. მისი ოდენობა საორიენტაციო ფასსა და საბაზისო ფასს შორის სხვაობის 70%, ანუ ტონაზე ათასი დოლარია. ფასების მონიტორინგს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

სამინისტროს დაქვემდებარებული ცენტრის, „აგროექსპორტის“ მონაცემებით, თებერვალში ზეთის მსოფლიო მიწოდების FOB ფასები რუსეთის პორტებში ტონაზე 1360-1370 დოლარამდე გაიზარდა. „აგროექსპორტი“ წერს, რომ ფასებმა გაურკვეველი გეოპოლიტიკური ვითარების, ნავთობის ფასებისა და მცენარეული ზეთის ბაზარზე მსოფლიო ფასების ზოგადი ზრდის გამო მოიმატა.

SovEcon-ის მონაცემებით, მზესუმზირის ზეთის საექსპორტო FOB ფასი გასულ კვირას 10 დოლარით გაძვირდა და ტონაზე 1385 დოლარს მიაღწია, ხოლო სოფლის მეურნეობის ბაზრის კონიუნქტურის ინსტიტუტი (Икар) ტონაზე 1380 დოლარამდე ზრდას აფიქსირებს.


2021 წელს რუსული ზეთის ექსპორტი 2020 წლის 2,7 მლრდ დოლარიდან, თითქმის, 3,9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

2021 წელს რუსული ზეთისა და ცხიმოვანი პროდუქტების იმპორტის ლიდერები იყვნენ: ჩინეთი (1,7 მილიონი ტონა), თურქეთი (1,2 მილიონი ტონა), ირანი (720 ათასი ტონა), ბელარუსი (685 ათასი ტონა) და ლატვია (463 ათასი ტონა).

bpn.ge

თეგები:
ზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up