რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც სამამულო წარმოების თვითმფრინავებით Sukhoi Superjet 100- ით ოპერირებენ არ შეუძლიათ რუსულ-ფრანგული წარმოების ძრავების SaM146 შეკეთება და მათი მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება. უახლოეს მომავალში, ამან შეიძლება Superjet-ის „ფლოტის გაჩერება“ გამოიწვიოს - ნათქვამია IrAero-ს აღმასრულებელი დირექტორის იური ლაპინის მიერ ირკუტსკის რეგიონის გუბერნატორის იგორ კობზევისთვის გაგზავნილ წერილში.
რუსულ-ფრანგული წარმოების ძრავების შეკეთებასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ კიდევ სამი გადამზიდი კომპანიის მენეჯერმა განაცხადა.
პრობლემის გადასაჭრელად, ლაპინი სთხოვს კობზევს, შესთავაზოს რუსეთის მთავრობას ძრავების შეკეთების და მათთვის სათადარიგო ნაწილების გადაცემის ყველა უფლებამოსილება გადასცეს გაერთიანებულ ძრავის კორპორაციას, რომელიც არის Rostec -ის სახელმწიფო კორპორაციის ნაწილი.
მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ გაერთიანებული ძრავის კორპორაცია ყველაფერს აკეთებს, მათ მიერ წარმოებული ძრავების ტექნიკური მხარდაჭერის, შეკეთების, სათადარიგო ნაწილების მიწოდებისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად.
წყარო: theins.ru