დასავლეთის სანქციების გამო, ჩინეთი უარს ამბობს თავის საჰაერო სივრცეში რუსული ავიახაზების ნახევარზე მეტი თვითმფრინავის მიღებაზე.
როგორც RBC იტყობინება, აკრძალვა შეეხება თვითმფრინავებს, რომლებიც ბერმუდის რეესტრიდან (480-ზე მეტი თვითმფრინავი) არ არიან გამორიცხული ან აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის სანქციების სიაში (170-ზე მეტი) იმყოფებიან.
აღნიშნულია, რომ 2022 წლის მაისიდან ჩინეთი ორმაგი რეგისტრაციის მქონე თვითმფრინავებს თავის საჰაერო სივრცეში არ უშვებს. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, რუსული ავიახაზებიდან იმპორტირებული თვითმფრინავების უმეტესობა რეგისტრირებული იყო ბერმუდებსა და ირლანდიაში. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ, რუსები მათ რუსეთში უკანონოდ გადაფორმებას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი მაინც დარჩნენ უცხოურ რეესტრებში. გარდა ამისა, საჰაერო ხომალდებს, რომლებიც აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის სანქციების სიაში არიან, ეკრძალებათ საწვავის შევსება და შეკეთება.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, პრობლემებია ჩინეთში ფრენებთან დაკავშირებით რუსული წარმოების თვითმფრინავებით, პირველ რიგში სუპერჯეტებით, რომლებიც აქამდე ამ ქვეყანაში არ დაფრინავდნენ.