რუსებმა 2022 წელს თურქეთში 1300-ზე მეტი ორგანიზაცია დაარეგისტრირეს, რაც 2021 წელთან შედარებით 670%-ით მეტია. ამის შესახებ Bloomberg-ი თურქული ანალიტიკური ცენტრის The Economic Policy Research Foundation-ის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
თუ 2021 წელს 177 რუსული კომპანია იყო თურქეთში დარეგისტრირებულია, 2022 წელს ეს მაჩვენებლი 1363-მდე გაიზარდა.
თურქეთში დარეგისტრირებული კომპანიების სიმრავლით რუსეთს ირანი მოსდევს.
ზოგადად, უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიების რაოდენობა თურქეთში წლის განმავლობაში 49,8%-ით გაიზარდა. მათი უმეტესობა რეგისტრირებულია სტამბულში (61,9%), მეორე ადგილზე - ანტალია.
გამოცემა წერს, რომ თურქეთი რუსების ემიგრაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. ისინი შეადგენენ თურქეთში ქონების უცხოელი მყიდველების მთლიანი რაოდენობის მეოთხედს.
თურქეთში საცხოვრებელი უძრავი ქონების მთავარი უცხოელი მყიდველებიც რუსები აღმოჩნდნენ. სულ გაიყიდა 68 210 ობიექტი, საიდანაც 16 312 რუსებმა იყიდეს - ეს მთლიანი რაოდენობის 23,9%-ია.
უცხოელებისთვის სახლების შესაძენად ყველაზე პოპულარული მიმართულებები იყო სტამბული და ანტალია, გაყიდვები გაიზარდა 76,5%-ით ანტალიაში და 71,7%-ით მერსინში (დიდი ქალაქი სამხრეთ თურქეთში). ზოგადად, უცხოელებზე საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები გასულ წელს თურქეთში 15,1%-ით გაიზარდა.