ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გამორთულია 9 მარტის ღამეს რუსული სარაკეტო თავდასხმის გამო, რაც რადიაციული შედეგების მქონე ავარიის საფრთხეს ქმნის მთელ მსოფლიოში.
„9 მარტს, დილის 3:53 საათზე, რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის ენერგოსისტემას შორის კომუნიკაციის ბოლო ხაზი გაითიშა.
ახლა სადგური გამორთულია და ოკუპაციის პერიოდში მეექვსედ გადავიდა ჩაქრობის რეჟიმში“.- აცხადებენ უკრაინის ატომური ენერგიის წარმოების ეროვნული კომპანია „ენერგოატომში“. მათი თქმით, მე-5 და მე-6 ენერგობლოკები ცივ მდგომარეობაში გადადის.
„ენერგოატომი“ აღნიშნავს, რომ ახლა საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველა ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა რუსმა ოკუპანტებმა გაიყვანონ ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან და გადაიყვანონ იგი უკრაინის სრული კონტროლის ქვეშ.
„ენერგოატომი“ ხაზს უსვამს, რომ ეს არის ერთადერთი გზა ამ ბირთვული ობიექტის ბირთვული, რადიაციული და ფიზიკური უსაფრთხოების აღსადგენად.