მტრის 31-მა საბატალიონო-ტაქტიკურმა ჯგუფმა დაკარგა ბრძოლისუნარიანობა. დამპყრობლის ტექნიკური დანაკარგის რაოდენობა კი, ზელენსკის თქმით, გამაოგნებელია, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 360- ტანკზე მეტი, 1205 ჯავშანმანქანა, 60-მდე თვითმფრინავი, 80-ზე მეტი ვერტმფრენი და ასეულობით სხვა ტექნიკა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი შეფასებით, რუსული ჯარი დიდ დანაკარგს განიცდის. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ მტერს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ნებისმიერი სურვილი დაუკარგოს.
რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია. მეჩვიდმეტე დღეს ოკუპანტის დინამიკა უკვე ისეთია, რომ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ: ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ჯარისთვის მიყენებული უდიდესი ზიანია. მათ არასდროს დაუკარგავთ უფრო მეტი ანალოგიური პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა ზელენსკიმ.