რუსული ენერგოკომპანიებისა და ბანკების აქციების ღირებულება ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა

რუსული ენერგოკომპანიებისა და ბანკების აქციების ღირებულება ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა

access_time2022-02-21 19:00:26

რუსეთ-უკრაინის ახალი დიდი ომის მოლოდინში რუსული ენერგოკომპანიებისა და ბანკების აქციები ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით მცირდება. ბოლო 5 დღეში გაზპრომის კაპიტალიზაცია 12%-ით შემცირდა, ინტერ რაოსი 13%-ით, როსნეფტის 18%-ით. აბსოლუტურ გამოხატულებაში ეს $28 მლრდ-იანი დანაკარგია.

 

ენერგოგიგანტების გარდა ბოლო 5 დღეში 12.5%-ითაა შემცირებული ვითიბი ბანკის აქციების ღირებულება, 15.3%-ით სბერბანკის, აეროფლოტის 13%-ით, სატელეკომუნიკაციო კომპანია MTS-ის 8.5%-ით, იანდექსის 8.5%-ით. კონგლომერატ სისტემის 12%-ით, ალუმინის მწარმოებელი რუსალის 15%-ით...

 

თბილისის დროით 21 თებერვლის 18:00 სთ-ისთვის Bloomberg-ის პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 79.3 რუბლს გადააჭარბა, რაც სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ 2.4%-იან ვარდნას ნიშნავს.

 

ომი ჯერ არ დაწყებულა და არც დაანონსებული სანქციები შესულა ძალაში, აქციების ვარდნის მიზეზი მოლოდინებია.


 

ომის შემთხვევაში რუსეთს გარდაუვალად სანქციები ელის, რამდენად მძიმე რთული სათქმელია. თუ რუსული არმია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს არ გასცდა სავარაუდოდ SWIFT-დაან არ გათიშავენ, მაგრამ სანქციები ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკას დააზარალებს, მათ გარეშეც ომი რუსეთს ფინანსურად იაფი არ დაუჯდება, სხვა საქმეა რამდენად უღირს პუტინს საოკუპაციო არეალის გაფართოება ეკონომიკურ ვარდნად.

 

რეგიონში უკვე 2 თვეა დაძაბულია. ბრძანების მოლოდინში საკუთრივ რუსეთიდან, ანექსირებული ყირიმიდან, ბელარუსიდან, ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან შავი და აზოვის ზღვებიდან უკრაინის საზღვრებს, რუსული არმია 200 000-მდე ჯარისკაცითაა მიმდგარი.

 

რუსეთი ამტკიცებს რომ ომს არ აპირებს, პარალელურად ღიად აცხადებს, რომ რადგან ნატომ მისი ულტიმატუმი არ მიიღო, იძულებული გახდება იმოქმედოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებით.

 

თუ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთს უბრალოდ შერჩა და მხოლოდ დასავლელი ლიდერების საყვედურის მოსმენა მოუწია, 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ოკუპაციის პასუხად მართალია სუსტი, მაგრამ გარკვეული სანქციები მაინც მიიღო, რამაც 2015 წლის რუსეთის ეკონომიკა 2%-ით შეამცირა, 2016 წელსაც ზრდა მხოლოდ 0.2% იყო.

 

რუსეთი ცხოვრების დონით გერმანიისა და ნორვეგიისგან ძალიან შორს დგას. ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინის რეიტინგი რეკორდულად გაიზარდა. საინფორმაციო პროპაგანდის ფონზე არათუ დუმის წევრებს, რიგითი მოქალაქეების დიდ ნაწილსაც სოციალურ ან ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაპყრობილი ტერიტორიების გაფართოება ურჩევნიათ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up