„უკვე დაიხურა რამდენიმე წისქვილკომბინატი, დანარჩენებმა შეამცირეს სიმძლავრეები, იმიტომ, რომ რუსული ფქვილი შემოვიდა და კონკურენციას ვერ უძლებენ“, - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხორბლის გაძვირება ქვეყანაში პროდუქტის იმპორტის მაჩვენებელზე და შესაბამისად, მარაგებზე ნეგატიურად აისახა.
„უკვე დაიხურა რამდენიმე წისქვილკომბინატი, მათ შორის, ბათუმში - „ოქროყანა“, კიდევ ორი გაჩერდა ბათუმში, გორში გაჩერდა „ქართული ხორბალი“, წნორში გაჩერდა ერთი, ასევე კახეთში რამდენიმე. ჯამში, დაახლოებთ, 10-მდე ობიექტზეა საუბარი. დანარჩენებმა შეამცირეს სიმძლავრეები, იმიტომ, რომ რუსული ფქვილი შემოვიდა და კონკურენციას ვერ უძლებენ. თუმცა, აქ კონკურენცია კი არა, არათანაბარი პირობებია, ხორბალთან და ფქვილთან მიმართებით. მთავრობისადმი ჩვენი მიმართვიანობაც სწორედ ამას ეხება, რომ კონკურენციის პირობები ჩამოყალიბდეს და ფორა არ ჰქონდეს, იგივე ფქვილის იმპორტს, ხორბლის ადგილობრივ გადამუშავებასთან მიმართებით. ხორბლის გადამუშავება ჩვენთან ღირებულებათა მთელ ჯაჭვს ქმნის - დასაქმება, ქატოს გადამუშავება (თუ წისქვილკომბინატი გაჩერდა, ქატოს იმპორტიც უნდა განხორციელდეს), ამასთან, ადგილობრივი ხორბალს, რომელიც პროგრამებით ფინანსდება, წისქვილკომბინატი თუ გაჩერდა, თავისთავად ვერც ამ ხორბალს იყიდის. პლუს ამას, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ჩნდება. იმიტომ, რომ ხორბლის შემთხვევაში ჩვენ 2-თვიანი მარაგებით ვმუშაობთ, ფქვილზე - არა. თუ კონიუქტურა კიდევ უფრო დაიძაბა, შესაძლოა, ხორბლის და ფქვილის მიმართულებით საკმაოდ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას.
„უკვე დაიხურა რამდენიმე წისქვილკომბინატი, დანარჩენებმა შეამცირეს სიმძლავრეები, იმიტომ, რომ რუსული ფქვილი შემოვიდა და კონკურენციას ვერ უძლებენ“,- ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხორბლის გაძვირება ქვეყანაში პროდუქტის იმპორტის მაჩვენებელზე და შესაბამისად, მარაგებზე ნეგატიურად აისახა.
„უკვე დაიხურა რამდენიმე წისქვილკომბინატი, მათ შორის, ბათუმში - „ოქროყანა“, კიდევ ორი გაჩერდა ბათუმში, გორში გაჩერდა „ქართული ხორბალი“, წნორში გაჩერდა ერთი, ასევე კახეთში რამდენიმე. ჯამში, დაახლოებთ, 10-მდე ობიექტზეა საუბარი. დანარჩენებმა შეამცირეს სიმძლავრეები, იმიტომ, რომ რუსული ფქვილი შემოვიდა და კონკურენციას ვერ უძლებენ. თუმცა, აქ კონკურენცია კი არა, არათანაბარი პირობებია, ხორბალთან და ფქვილთან მიმართებით. მთავრობისადმი ჩვენი მიმართვიანობაც სწორედ ამას ეხება, რომ კონკურენციის პირობები ჩამოყალიბდეს და ფორა არ ჰქონდეს, იგივე ფქვილის იმპორტს, ხორბლის ადგილობრივ გადამუშავებასთან მიმართებით. ხორბლის გადამუშავება ჩვენთან ღირებულებათა მთელ ჯაჭვს ქმნის - დასაქმება, ქატოს გადამუშავება (თუ წისქვილკომბინატი გაჩერდა, ქატოს იმპორტიც უნდა განხორციელდეს), ამასთან, ადგილობრივი ხორბალს, რომელიც პროგრამებით ფინანსდება, წისქვილკომბინატი თუ გაჩერდა, თავისთავად ვერც ამ ხორბალს იყიდის. პლუს ამას, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ჩნდება. იმიტომ, რომ ხორბლის შემთხვევაში ჩვენ 2-თვიანი მარაგებით ვმუშაობთ, ფქვილზე - არა. თუ კონიუქტურა კიდევ უფრო დაიძაბა, შესაძლოა, ხორბლის და ფქვილის მიმართულებით საკმაოდ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ წისქვილკომბინატები არ ითხოვენ სასათბურე პირობებს. უბრალოდ, სახელმწიფოებრივად სწორია, რომ ბაზარზე ხორბალი იყოს, ვიდრე ფქვილი. მაგალითად, ხორბლის გადამუშავების შედეგად ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ბიუჯეტში შეაქვთ თვეში 10 მლნ ლარის ფარგლებში. ჩვენთან ბაზარზე ახლა არის ორი გამოწვევა, ერთია პურის ფასი და მეორე სასურსათო უსაფრთხოება, წისქვილების მუშაობა“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
bpn.ge