გერმანულმა კომპანია Uniper-მა, რომელიც ევროპაში რუსული გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორია განაცხადა, რომ რუსულ გაზზე შეზღუდვის დაწესების გამო წლის პირველ ნახევარში 12,6 მილიარდი დოლარი დაკარგა - ამის შესახებ ინფორმაციას businessinsider ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მეშვეობით გაზის მიწოდება მისი სიმძლავრეების მხოლოდ 20%-მდე შეამცირა, რამაც Uniper აიძულა, რომ დეფიციტის ასანაზღაურებლად გაზი ღია ბაზარზე მაღალ ფასებში შეეძინა.
Uniper-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს-დიტერ მაუბახმა თქვა, რომ კომპანია გადახდისუუნარობის წინაშე დგას, რის გამოც წლის დასაწყისში კომპანიამ გერმანიის მთავრობისგან 15 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.
უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი ევროპას გაზის 40%-ი, ხოლო გერმანია 55%-ს აწვდიდა. რუსეთს მისი ბუნებრივი აირის „იარაღად გამოყენებაში“ ადანაშაულებენ, რადგან ევროპის უდიდესი ნაწილი ამ ზამთარს ენერგოკრიზისის მიმართ დაუცველია.
Uniper ვარაუდობს, რომ დანაკარგები 2024 წლამდე გაგრძელდება და ამიტომ კომპანია გაზის მიწოდების ალტერნატიული გზების ძიებას აგრძელებს, მათ შორის შეთანხმებას სხვა ბუნებრივი აირის პროვაიდერებთან, რათა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიაში ორი ტერმინალი შეინარჩუნოს.