რუსული გაზის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში გერმანია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნაციონალიზაციას მოახდენს

რუსული გაზის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში გერმანია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნაციონალიზაციას მოახდენს

access_time2022-05-10 17:20:00

გერმანიის მთავრობა რუსეთიდან გაზის მიწოდების უეცარი შეწყვეტის შემთხვევისთვის საგანგებო პაკეტს ამზადებს. ექსკლუზიურ იფორმაციას Reuters-ი ამ საკითხის მცოდნე სამ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.


სააგენტოს თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა მიწოდების უეცარი შეწყვეტა მოსალოდნელი, თუმცა გერმანიას სიტუაციის ასეთი ესკალაციისგან თავის დაზღვევა სურს. მთავრობა შიშობს, რომ რუსეთს შეუძლია, ცალმხრივად შეწყვიტოს გაზის ნაკადი და სურს, ამას საგანგებო გეგმით გაუმკლავდეს. ამ გეგმის პრიორიტეტი არის ენერგოკომპანიებისთვის დახმარების გაწევა, მათ შორის დამატებითი სესხებისა და სამთავრობო გარანტიების მეშვეობით, რომ ისინი მზარდ ფასებს გაუმკლავდნენ.


ამასთან, საგანგებო პაკეტით გერმანიის მთავრობას კრიტიკული საწარმოების, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნაციონალიზაციის უფლება ეძლევა. შესაბამისი კანონი გასულ თვეში დამტკიცდა. წყაროს ცნობით, მთავრობა ახლა იმაზე მსჯელობს, შეიძლება თუ არა ამ ღონისძიების პრაქტიკაში გატარება, მათ შორის ქალაქ შვედტში მდებარე RSK-ის ქარხანაში, რომელიც „როსნეფტს“ ეკუთვნის. იმპორტირებული რუსული ნავთობის უმეტეს წილს ეს ქარხანა გადაამუშავებს.


გერმანიის შესაძლო ქმედებაზე „როსნეფტი“ Reuters-თან კომენტარს არ აკეთებს. სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, განიხილება ენერგეტიკული კომპანიების ნაციონალიზაციის ვარიანტი, თუმცა ეს ენერგომომარაგების უსაფრთხოების საფუძველზე ყურადღებით უნდა იქნეს აწონილი და დასაბუთებული.



გერმანიის მთავრობა, ასევე, საგანგებო სიტუაციის დროს გაზის რეზერვების განაწილებას განიხილავს. მარეგულირებელს მოუწევს, განსაზღვროს, თუ ვის მიანიჭოს უპირატესობა მიწოდებაში, ინდუსტრიას თუ მოსახლეობას. გერმანიის ამჟამინდელი პოლიტიკით, მიწოდებისგან პირველ რიგში საწარმოები ითიშება.


კომენტარის მოთხოვნის საპასუხოდ, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ Reuters-ს ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკის განცხადებაზე მიუთითა, რომ გერმანია „ინტენსიურ ძალისხმევას“ ეწევა რუსული ენერგიის მოხმარების შესამცირებლად.


2021 წელს გერმანიაში იმპორტირებული გაზის 55% რუსეთის წილი იყო. ევროკავშირში ემბარგოზე დისკუსიის ფონზე, გერმანია აცხადებს, რომ რუსული გაზის წილის 10%-მდე შემცირებას მხოლოდ 2024 წლის შუა რიცხვებისთვის შეძლებს. გერმანიამ სანქციების მეხუთე პაკეტში რუსულ ქვანახშირზე ევროკავშირის ემბარგოს მხარი დაუჭირა და გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს რუსული ნავთობის აკრძალვასაც, თუკი ემბარგო ეტაპობრივად დაწესდება.


bpn.ge



თეგები:
გაზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up