„რუსული კანონპროექტი ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს!“ - სტარტაპები

„რუსული კანონპროექტი ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს!“ - სტარტაპები

access_time2023-03-07 14:00:22

სტარტაპ და სამეწარმეო ეკოსისტემის წევრები, პარლამენტის სამ კომიტეტს განცხადებით მიმართავენ და კომიტეტების წევრებს მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი რუსულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს და განვითარების პერსპექტივას ართმევს!

 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების, ევროპასთან ინტეგრაციის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სახელზე მომზადებულ წერილში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ქართველ მეწარმეებს ხელს შეუშლის შევიდნენ და დაიმკვიდრონ თავი ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე.

 

„განცხადებაზე ხელმომწერი სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, მეწარმეები და საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რადგან ის ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს.

 

დღეს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნებთან და დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რამაც ბევრ მეწარმეს და სტარტაპერს მისცა საშუალება, საკუთარი იდეები უფრო დიდ ბაზარზე გაეტანა, მიეღო ცოდნა, განათლება და საკუთარი წვლილი შეეტანა, როგორც უამრავი ადამიანის დასაქმებაში, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.

 

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკოსისტემის განვითარების 80 % სწორედ იმ ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ პროექტებზე მოდის, რომელთა გავლენის აგენტებად გამოცხადებასაც გეგმავთ, და ეს კანონი შეეხება არამხოლოდ მათ, არამედ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ შესაძლებლობებით სარგებლობდა.

 

ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ და ვიზრუნოთ ქვეყნის წინსვლაზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

 

ევროპის ერთიანი ბაზარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისთვის. ამ ბაზართან წვდომის მხრივ არაერთი დონორული პროექტი ეხმარება მეწარმეებს, იქნება ეს ცოდნის გაზიარება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, სერტიფიცირებისა თუ სტანდარტების დანერგვის მხრივ დახმარება, გამოფენებში მონაწილეობა და სხვა ექსპორტზე ორიენტირებული სერვისებით მეწარმეების მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტი შეაფერხებს ამ პროცესებს და ხელს შეუშლის ქართველ მეწარმეებს შევიდნენ და დაიმკვიდრონ თავი ევროპის და ამერიკის ბაზარზე. და დატოვებს ქართველი მწარმოებლების დიდ ნაწილს დამოკიდებულს ისევ რუსეთის არასტაბილურ, მაღალრისკიან და დაბალშემოსავლიან ბაზარზე.

 

კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს და მტრულ დამოკიდებულებას ავლენს პარტნიორებისადმი.

 

დღეს, ჩვენ ერთად ვწერთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, დადგეთ ქვეყნის გადარჩენის, თავისუფლების, დემოკრატიული მომავლის მხარეს.


 

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალს და განვითარების პერსპექტივას ართმევს!“ - აღნიშნულია სტარტაპ და სამეწარმეო ეკოსისტემის წევრების განცხადებაში.

 

წერილს ხელს აწერენ:

 

თეონა დალაქიშვილი - CDC Business/კომლი/სამეწარმეო განათლების კონსულტანტი;

გიორგი ყანჩაველი - პროექტის სკოლა;

ანა ავეჩბა - სქილთეიფი (სტარტაპი);

ნატო ჩაკვეტაძე - სამეწარმეო განათლების კონსულტანტი;

მარინა ბენდელიანი - ააიპ. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი / CEPE;

ნატალი ქენქაძე - ICPI / ბექას სკოლა;

ნანა დიხამინჯია - ალტე უნივერსიტეტი;

მიშიკო ჩხოლარია - რა ვაჩუქო - ravachuqo.ge;

შორენა ქადიძე - კარიერის აკადემია;

თეკლე კაპანაძე - Kidsoffice.ge;

ბექა წულაია - დეილი ჯგუფი;

დავით ჩეჩელაშვილი - ისარი ვენჩურზ;

შალვა ჯინჭარაძე - Agrometi;

თეა მხეიძე - სამეწარმეო განათლების კონსულტანტი და ტრენერი;

ლუკა ხათრიძე - სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენელი;

თამარ თუმანიშვილი - სამეწარმეო განათლების ტრენერი-მენტორი;

გიორგი აგირბაია - სამეწარმეო განათლების ტრენერი-მენტორი;

Ნინო წითლანაძე - TsitlanadzeConsultancy, შემოქმედებითი მეწარმეობის ტრენერი და კონსულტანტი;

ნატალია ოქროშიაშვილი - ტარა, აგრო კონსულტანტი;

ბექა გელაშვილი - „ჯორჯიან საიქლინგ ვანდერერ“;

ქრისტინე კაპანაძე - ა(ა)იპ ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up