რუსული მაკდონალდსის რესტორნებში ფასები რესტორნის ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება. ამის შესახებ ქსელის პრეს სამსახურის წარმომადგენელმა, ნატალია მერკუშოვამ განაცხადა.
„განახლებული მიტანის აპლიკაცია, სახელწოდებით „ჩემი ბურგერი“, ავტომატურად განსაზღვრავს საკვების ფასებს იმის მიხედვით, თუ რომელი რესტორანია მომხმარებელთან ყველაზე ახლოს“ - თქვა მან.
მაგალითად, ჩიზბურგერის ფასი მომხმარებლების ნაწილთან 39 რუბლი ეღირება, ნაწილთან - 63 რუბლი. ცეზარი-როლი კი ერთგან 163 რუბლი, ხოლო მეორეგან - 231 რუბლი, შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ მარტში „მაკდონალდსმა“ რუსეთში თითქმის ყველა რესტორანი დახურა, მაისში კი ქვეყნიდან გასვლის შესახებ განაცხადა. 19 მაისს, ამერიკულმა კორპორაციამ განაცხადა, რომ თავისი ბიზნესს ადგილობრივ ბიზნესმენს, ალექსანდრ გოვორს მიყიდიდა. ეს უკანასკნელი კი მას ახალი ბრენდის ქვეშ განავითარებდა.
კომპანია, რომელიც რუსეთში McDonald’s-ის ქსელს ჩაანაცვლებს, ახალ ლოგოს აქვეყნებს. კომპანიის განცხადებით, ლოგოზე გამოსახული ორი ყვითელი ჯოხი კარტოფილს, ყვითელ-ნარინჯისფერი წრე კი ბურგერს აღნიშნავს.
ლოგოს მწვანე ფონი სიმბოლოა პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის, რომელსაც ჩვენი სტუმრები შეჩვეულნი არიან, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანია მოსკოვსა და მის შემოგარენში 15 რესტორნის გახსნას 12 ივნისს, ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულზე - რუსეთის დღეზე გეგმავს. სწრაფი კვების რესტორნების ქსელის სახელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა მისი მობილური აპლიკაცია დღეს სახელით ჩემი ბურგერი შეიცვალა.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი", "ბიზნეს ფორმულა"