რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მორიგ პროვოკაციას ამზადებს - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადა იუწყება.
მათივე ცნობით, გუშინ, ზაპოროჟიეს ოლქში, ენერგოდარში ჩავიდა რუსული მანქანების კოლონა ავტობუსის თანხლებით, სადაც პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
რადა მოუწოდებს უკრაინელებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქებიდან, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს, და არ მიიღონ მონაწილეობა რუსული პროპაგანდისტული "ფილმების" გადაღებაში.
"ეს ტურისტული ცირკი, სავარაუდოდ, რუსეთის ოკუპაციის პირობებში "ფილმი ბედნიერი ცხოვრების შესახებ" გადასაღებად ჩამოვიდა სამხრეთ უკრაინაში ფსევდორეფერენდუმების წინა დღეს. ან გეგმავენ პროვოკაციების მოწყობას მშვიდობიანი უკრაინელი მცხოვრებლებს შორის. კრემლის მედია კი, როგორც ყოველთვის, მზადაა კიდევ ერთი ყალბი გადაიღოს", - ნათქვამია უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.