რუსეთის სამთავრობო ვებგვერდები უპრეცედენტო კიბერშეტევის წინაშე დგანან, - ამის შესახებ ინფორმაციას ციფრულ სამინისტრზე დაყრდნობით რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთის სამთავრობო დაწესებულებები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები ჰაკერების სამიზნე გახდნენ. ბოლო კვირებში, არაერთ რუსული ვებსაიტზე, მათ შორის კრემლის, ავიაკომპანია „აეროფლოტისა“ და „სბერბანკის” ვებგვერდების მუშაობის შეფერხება მოხდა.
ipn.ge