რუსული მედიის მენეჯერების ნაწილს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. როგორც ცნობილია ევროკავშირის რიგით მე-5 სასანქციო პაკეტში 217 ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი მოხვდა.
სანქციები დაუწესდათ კრემლის მაღალჩინოსნებს, ბიზნესმენებს მოშე კანტორს, ბორის როტენბერგს და ოლეგ დერიპასკას.
რაც შეეხებათ მედიის წარმომადგენლებს, სანქციები დაუწესდათ:
РТР-ის გენერალურ დირექტორს ოლეგ დობროდეევს;
Московский комсомолец-ის მთავარ რედაქტორს პაველ გუსევს;
ТАСС -ის გენერალურ დირექტორ სერგეი მიხაილოვს;
ტელეარხ "Санкт-Петербург"-ის გენერალურ დირექტორს ალექსანდრ მალკევიჩს;
ჟურნალ Национальная оборона“-ს მთავარ რედაქტორს იგორ კოროჩენკოს.
ipn.ge