რუსული МГИМО-ს კურსდამთავრებულები პოლონურ დიპლომატიაში აღარ არიან - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსული МГИМО-ს კურსდამთავრებულები პოლონურ დიპლომატიაში აღარ არიან - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

access_time2023-02-14 21:30:21

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღარ არიან ის დიპლომატები, რომლებსაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО) ჰქონდათ დამთავრებული. ამის შესახებ ზბიგნევ რაუმ Gazeta Polska-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ზომები დეკომუნიზაციის ფარგლებში მიიღეს, რაც თავის მხრივ ლუსტრაციის კანონის შედეგია

 


“ეს ინსტიტუტი საბჭოთა იმპერიალიზმის დიდი პროექტის ნაწილი იყო. МГИМО იყო ინვესტიცია ამ იმპერიალიზმის ფუნქციონირებაში. ის საბჭოთა რბილი ძალის ნაწილია. კურსდამთავრებულები უნდა ემსახურებოდნენ ამ იმპერიის მდგომარეობას.

 



როცა ეს პროცედურა დავიწყეთ, უწყებაში МГИМО -ს მხოლოდ 38 კურსდამთავრებული მუშაობდა. ზოგმა მიაღწია საპენსიო ასაკს, ზოგმა კი უბრალოდ დატოვა სამსახური. 38 ადამიანიდან 37-მა მიიღო უარყოფითი შეფასება, ანუ დარჩა ერთი. მათი უმეტესობა მუშაობდა პოლონეთში, ექვსი ადამიანი კი უცხოურ მისიებში. შრომის სასამართლოში ჩვენ წინააღმდეგ ოთხმა ადამიანმა შეიტანა სარჩელი.

 


მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ ამტკიცებს რაიმე კავშირს МГИМО -ს დამთავრებასა და საბჭოთა ან რუსეთის სახელმწიფოს მსახურებას შორის, ჯაშუში ან აგენტს. თუმცა, უნივერსიტეტის დამთავრება შესაძლოა დაკავშირებული იყოს პროფესიული, სოციალური ან თუნდაც ოჯახური კავშირების დამყარებასთან. მაშასადამე, არსებობს ვარაუდი, რომ ასეთი ადამიანი შეიძლება განზრახ და შეგნებულად ან სრულიად გაუცნობიერებლად იყოს ინსტრუმენტალიზებული უცხოური დაზვერვის მიერ. ეს ვარაუდი კიდევ უფრო ძლიერია იმ პირობებში, როდესაც ნატო რუსეთს არა პარტნიორად, არამედ ფუნდამენტურ საფრთხედ ასახელებს. საქმე გვაქვს ჰიბრიდულ ომთან, რომელიც მრავალი წელია მიმდინარეობს,“ - განაცხადა ზბიგნევ რაუმ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up