რუსული მხარის შეთავაზების მიუხედავად კიევი უარს ამბობს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე ხარკოვსა და სუმიში, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა.
„კიეველი რადიკალები სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის ადგილებიდან მოსახლეობის გაყვანის პროცესში თანამშრომლობის ნაცვლად, ყველა ძალით უშლიან ხელს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას“, - განაცხადა მიზინცევმა.
მისი თქმით, „ნაცისტები“ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას ფიზიკური ანგარიშსწორებით, ყველგან დაწესებულია „კომენდანტის საათი“, დასახლებული პუნქტებიდან გასასვლელები კი დანაღმულია.
ამასთანავე, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა აღნიშნა, რომ ლტოლვილებს მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდანაც სწორედ ასე არ უშვებენ ჰუმანიტარული დერეფნებისკენ. მისი თქმით, ამ ქალაქებში დღეს ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან ცეცხლი შეწყვეტილი იყო, მოსახლეობის ევაკუაციისთვის წინაწარ შემუშავებული და შეთანხმებული იყო მარშრუტი და სატრანსპორტო ლოჯისტიკა, რუსმა შეიარაღებულმა ძალებმა კი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყვეს.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ გამოცხადებული 200 ათასი ლტოლვილიდან მარიუპოლიდან და 15 ათასი ლტოლვილიდან ვოლნოვახიდან გახსნილ ჰუმანიტარულ დერეფანთან არავინ არ გამოცხადდა“,- განაცხადა მიზინცევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვოლნოვახისა და მარიუპოლის მიმართულებებზე ჰუმანიტარული დერეფნები ყოველ დღე იხსნებოდა, თუმცა ნაცბატალიონები მშვიდობიან მოსახლეობას რუსეთის მხარეს გასასვლელს უჭრიდნენ.