უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო სანქციების შესაძლო გამკაცრების ფონზე, რუსული ნავთობკომპანიები ნავთობის გაყიდვისას მნიშვნელოვან სირთულეებს წააწყდნენ. ამრიგად, რიგმა ტრეიდერებმა უკვე შეამცირეს შესყიდვები, ხოლო აშშ-სა და ევროკავშირის განზრახვა, გათიშონ რუსული საბანკო სისტემის უმეტესი ნაწილი SWIFT-ისგან, აძლიერებს პანიკას. გარდა ამისა, გემთმფლობელები მკვეთრად ზრდიან რუსეთის ფედერაციის პორტებში მოძრავი ტანკერების ჩარტერირების ტარიფებს.
თავის მხრივ, რუსული ნავთობის მყიდველები სულ უფრო და უფრო მეტად აწყდებიან პრობლემებს მისი გაყიდვისას, რუსეთის წინააღმდეგ უკვე მიღებული სანქციების და მათი შესაძლო გამკაცრების ფონზე.
ფინურმა Neste-მ და შვედურმა Preem-მა უკვე გამოაცხადეს რუსული ნავთობის შესყიდვის შემცირების შესახებ. ინდური და ჩინური კომპანიებიც ზღუდავენ შესყიდვებს. კერძოდ, Reuters-ის ცნობით, მყიდველების სიმცირის გამო, Surgutneftegaz-მა 28 თებერვალს სპოტ ლოტები ვერ გაყიდა.
გარდა ამისა, სანქციების რისკების გამო, გემთმფლობელებმა დაიწყეს ტანკერების ქირის გაზრდა და ასევე უარი თქვეს გემების მიწოდებაზე რუსული ნავთობის ექსპორტისთვის. Reuters-ის ცნობით, ასეთი პრობლემის წინაშე განსაკუთრებით დგანან რუსეთის ფედერაციის ბალტიის პორტებში არსებული ნავთობის მყიდველები, ხოლო გემთმფლობელები და სადაზღვევო კომპანიები ახალ დამატებით პრემიას ითხოვენ.
წყარო: kommersant.ru