საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე რუსული რუბლის გაუფასურების ტენდენცია 2023 წელსაც გრძელდება.
ბოლო კვირის ჭრილში რუსეთის ფედერაციის ეროვნული ვალუტის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებით დამატებით 4% შემცირდა. ერთთვიან ჭრილში რუბლის გაუფასურების მაჩვენებელი კი 15%-ს შეადგენს.
ოფიციალური გაცვლითი კურსით, ამჟამად ერთი დოლარი 73 რუსული რუბლი ღირს, გასულ თვეს კი აღნიშნული მაჩვენებელი 61 რუბლს შეადგენდა, შესაბამისად მოკლე პერიოდში დოლარი რუბლთან მიმართებით მკვეთრად 20%-ით გამყარდა.
უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული დაღმასვლის ტენდენცია პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებასთან, რომელმაც 60-დოლარიანი ფასის ლიმიტის დამწესებელ სახელმწიფოებში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.
Rfrel.org