რუსული რუბლი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა. ერთი აშშ დოლარი 83 რუბლი ღირს. რუბლი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში - ერთი ევროს ღირებულება 92 რუბლს შეადგენს.
მოსკოვის ბირჟებზე გამართული ბოლო ვაჭრობის შედეგად დოლართან მიმართებაში რუსული ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.