დღეს რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე (MOEX) ერთი აშშ დოლარი 82 რუბლი გახდა.
ანალიტიკოსების თქმით, რუბლის დაცემა გამოწვეულია საგადასახადო პერიოდის დასრულებით, როცა ეკონომიკის წამყვანი მოთამაშეები გადასახადების დაფარვის მიზნით დასავლეთის ვალუტას ყიდიან .
Bloomberg-ი კი რუბლის ვარდნას ასევე უკავშირებს ბრიტანეთის Shell Oil-ის გასვლას სახალინ 2-ის გაზსადენის მასშტაბური პროექტიდან.