ახალი რუსული საკრუიზო გემის პეტრე დიდის საერთაშორისო მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა вестник кавказаავრცელებს. მათივე ცნობით გემი მოგზაურობას აგვისტოში დაიწყებს და პირველს რეისს მდინარე ვოლგაზე ვოლგოგრადისა და ასტრახანის გავლით შეასრულებს.
სამომავლოდ იგეგმება საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის მიმართულებით 20 დღიანი გასვლა.
вестник кавказа-ს ინფორმაციით, პეტრე დიდის საერთაშორისო მარშრუტი სამ ზღვას დაფარავს. შავ ზღვაში გემი ნოვოროსიისკში, სოჭში, ბათუმსა და სტამბულში გაჩერდება.
საკრუიზო გემი პეტრე დიდი რუსეთში აშენდა და მას 300 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.