ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სბერბანკსი და ალფა–ბანკი შეიყვანა შავ სიაში. ამერიკის სანქციები უკვე რუსეთის 6 სისტემურ ბანკს მოიცავს, ხოლო არასისტემურების ჩათვლით – 10–ს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ახალი სანქციები აშშ–ში ამ ბანკების აქტივების გაყინვას და ამერიკელებისთვის ამ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის აკრძალვას ითვალისწინებს.
მოსკოვის საკრედიტო ბანკი ბრიტანულ სანქციებში მოხვდა. ახალმა შეზღუდვებმა შესაძლოა ამ ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვა გამოიწვიოს მათ შორის ევროპულ ბანკებში და საბოლოოდ პარტნიორებიც დაკარგონ.