ქართველი მომხმარებლების მიზიდულობის ცენტრი „მაგნიტი“ - ფრენჩაიზი თუ ინსპირაცია

ქართველი მომხმარებლების მიზიდულობის ცენტრი „მაგნიტი“ - ფრენჩაიზი თუ ინსპირაცია

access_time2022-04-13 11:00:36

შპს „რითეილ ჯგუფი“ „მაგნიტის“ სახელით 2017 წლის ნოემბრიდან ოპერირებს. თავიდანვე გეტყვით, რომ კომპანია 100 პროცენტით ქართული კაპიტალითაა შექმნილი, ყველა მეწილე კი ქართველია. მედიაჰოლდინგი დაინტერესდა, იყო თუ არა რუსული „მაგნიტის“ ქსელის წარმატება ქართული ბრენდის შექმნის ინსპირაცია და რატომ შეარჩიეს ისეთი ბიზნეს მოდელი, რომელიც რუსული ქსელის იდენტურია? საკითხზე „კომერსანტთან“ „მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი ია ნადირაშვილი საუბრობს. იგი ამბობს, რომ სუპერმარკეტების ქსელის შექმნის იდეა მიზიდულობის ქსელის შექმნაში მდგომარეობდა და რუსული მაღაზიის ფრენჩაიზს არ წარმოადგენს. მეტიც, მისი თქმით, რუსულ კომპანიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ:

 

 

„2015 წლიდან, მაშინ როდესაც მაღაზიებს „მაგნიტი“ დაერქვა, ამის მიზანი იყო იდეა, რომ საქართველოს რეგიონებში -  სოფლებში და ქალაქებში შექმნილიყო „მიზიდულობის ცენტრი“. რუსულ ქსელთან ქართულ ბრენდს კავშირი არ აქვს. რეგიონებში ქსელური მარკეტების ცნება არ არსებობდა, ფუნქციონირებდა კერძო, მცირე ზომის მარკეტები. „მაგნიტი“ იყო პირველი, ვინც რეგიონებში თანამედროვე ყიდვის პროცესი დანერგა: ცენტრალიზებული საფასო სისტემა, უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდა, პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი“, - აცხადებს ია ნადირაშვილი.

 

 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ „მაგნიტის“ მაღაზიების ადგილობრივების მხრიდან მიზიდულობის ცენტრად ქცევამ  გამოიწვია ის ფაქტორი, რომ კომპანიის სახელი სრულიად გამართლებული იყო და უკვე 2018 წლიდან დაიწერა ბრენდის სტრატეგია. მისი თქმით, აღნიშნული ითვალისწინებდა რებრენდინგს, რომელიც განხორციელდა ქართველი დიზაინერების და მარკეტინგის სპეციალისტების მიერ.

 


 

„მაგნიტის“ რებრენდინგი ქართველი სპეციალისტების მიერ განხორციელდა. ლოგოს დიზაინი ეკუთვნის დიზაინერ გიორგი ჭიჭინაძეს, 2018 წელს კი კომპანია ბრენდინგ.ჯიმ იმუშავა „მაგნიტის“ ბრენდის სტრატეგიაზე, სახელი „მაგნიტი“ უკვე არსებობდა, ამ კომპანიამ შექმნა მისიისა და ღირებულებების დოკუმენტი, იმუშავა ბრენდის პოზიციონირებასა და პერსონიფიცირებაზე, რითაც დღესაც ვხელმძღვანელობთ. ბრენდი დაიხვეწა, ქართული ბიზნესი კი გაფართოვდა. სტრატეგია, რომლის მიხედვითაც „მაგნიტმა“ ოპერირება საქართველოს რეგიონებიდან დაიწყო, გამართლებული იყო როგორც კომპანიისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. რეგიონებში მაღაზიების გახსნამ გამოიწვია არაერთი ბიზნესის გაფართოება, იქნება ეს სადისტრიბუციო ქსელები, თუ მომწოდებლები, რომლებმაც თბილისს (დიდი ქალაქების) გარეთაც დაიწყეს ოპერირება, მოსახლეობა კი პროდუქციის ყიდვის თანამედროვე სტანდარტზე გადავიდა. აქ უამრავი ფაქტორია აღსანიშნავი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი მოსახლეობის  დასაქმება და განათლების დონეა. „მაგნიტმა“ დაიწყო კადრების გადამზადება იმისთვის, რომ თავის მარკეტებში მომსახურების სტანდარტი დანერგილიყო. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმდა და შესაბამისად ეკონომიკურ განვითარებას შეუწყო ხელი“, - განმარტავს ია ნადირაშვილი.

 

 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ია ნადირაშვილი გვიყვება, რომ FMCG (კვებისა და სწრაფი მოხმარების) სექტორის მსხვილ საცალო მოთამაშეებს შორის, „მაგნიტს“  სავაჭრო ბაზრის წილის ზრდის მოწინავე პოზიციები უჭირავს. ია ნადირაშვილი „კომერსანტთან“  სუპერმარკეტების ქსელის სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

 

 

„მაგნიტი“ არაერთ პროექტზე მუშაობს, მათ შორის, „მაგნიტის“ წარმოების განვითარება, როგორც ქართული, ადგილობრივი ბიზნესი. საწარმო წარმოდგენილია უახლესი დანადგარებით და პროფესიონალი კადრებით. ასევე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ორგანიზაციული ზრდა; მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა; მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროექტები შეთავაზება“, - აცხადებს ნადირაშვილი.

 

 

„მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა იყო სირთულეები, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი კომპანიაა. მისი თქმით, დღეს „მაგნიტს“ 300-მდე ფილიალი აქვს და 4500-მდე თანამშრომელს ასაქმებს. „მაგნიტის“ ყველაზე მეტი ფილიალი თბილისშია წარმოდგენილი, შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონა დედაქალაქია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up