რუსული VTB ბანკის შვილობილი VTB (ევროპა) მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან ლიკვიდირებულის სტატუსს ოფიციალურად მიიღებს. გადაწყვეტილება საკრედიტო ინსტიტუტის რიგგარეშე კრებაზე მიიღეს.
1-ელი აპრილიდან ბანკი განაგრძობს კლიენტებთან და საქმიანი პარტნიორებთან ურთიერთობის შეწყვეტას. ლიკვიდაციის პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება. კლიენტების დეპოზიტები ბანკში დეპოზიტების ორსაფეხურიანი გარანტიის სისტემითაა დაცული.
„ამ გადაწყვეტილების მიღებით ჩვენ გადავდივართ ვირტუალური ლიკვიდაციის მდგომარეობიდან, რომლის დროსაც ბანკს უკვე აკრძალული ჰქონდა ახალი საქმიანობისა განხორციელება და დეპოზიტების გაცემა, საერთო კრების მიერ დამტკიცებულ ოფიციალურ ლიკვიდაციის პროცესზე,“- განაცხადა VTB Europe-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ფრენკ ჰელვიგმა, რომელიც დანიშნულია გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს (BaFin) მიერ.
VTB Bank Europe-ს აქტივები 2021 წლის ბოლოს 7,3 მილიარდ ევროს შეადგენდა. 2022 წლის აპრილში, VTB-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, გერმანიის მარეგულირებელმა რუსულ ბანკს შვილობილი კომპანიის მართვა ჩამოართვა და შეუწყვიტა VTB Bank Europe-ის ფინანსური აქტივების განკარგვის შესაძლებლობა, რადგან ევროპული ბანკი არ ექვემდებარებოდა ევროკავშირის შეზღუდვებს.