რუსული ხორბალი და ფქვილი - როგორაა დამოკიდებული საქართველოში პურის გამოცხობა რუსულ ნედლეულზე

რუსული ხორბალი და ფქვილი - როგორაა დამოკიდებული საქართველოში პურის გამოცხობა რუსულ ნედლეულზე

access_time2022-11-23 14:15:23

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 58%-ით ნაკლები ხორბალი იყიდა ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 10 თვეში საქართველომ 134,322.97 ტონა ხორბლისა და მელისინის იმპორტი განახორციელა, 2021 წლის 10 თვეში კი 318 800.84 ტონის.


არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში იმპორტირებული ხორბლის 93%-ი რუსეთზე მოდის, ხოლო დანარჩენი ყაზახეთზე, სომხეთზე, უკრაინაზე, თურქეთზე , ავსტრიასა და გერმანიაზე.


მიმდინარე მაჩვენებლების თანახმად, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ რუსეთიდან 45,409.57 ათასი დოლარის ღირებულების 124,926.19 ტონა ხორბალი იყიდა.


მთლიანობაში კი 10 თვეში საქართველომ იმპორტირებულ ხორბალში სულ 48,308.62 ათასი დოლარი გადაიხადა.


აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტის შემცირება პურის ფქვილის იმპორტის ზრდის ხარჯზე ხდება. რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე გარკვეულ თვეებში საქართველო ძირითადად ფქვილის იმპორტზე იყო დამოკიდებული და ქვეყანაში მიზერული რაოდენობის ხორბალი შემოდიოდა. თავის მხრივ კი აღნიშნული გამოწვეული იყო როგორც გარე ასევე შიდა ფაქტორებით.



საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 55,605.16 ათასი დოლარის ღირებულების 147,098.25 ტონა ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი იყიდა. რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 5-ჯერ მეტ ზრდას აჩვენებს. 2021 წლის 10 თვეში საქართველოში სულ 22 451.88 ტონა ფქვილის იმპორტი დაფიქსირდა.


როგორც ხორბლის იმპორტის სეგმენტში, ასევე ფქვილის იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი უპირობო ლიდერია. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ რუსეთიდან 145,443.05 ტონა ფქვილი იყიდა, რაც საანგარიშო პერიოდში მთლიანად იმპორტირებული ფქვილის თითქმის 99%-ია.


ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ დღეისათვის ფქვილისა და ხორბლის იმპორტის მხრივ ბალანსი დაცულია. მისივე განმარტებით, ბაზარზე საკმაოდ სტაბილური ვითარებაა და 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 68-70 ლარია, მაშინ როდესაც 3 თვის უკან 80 ლარი და მეტიც კი ღირდა.


„ხორბალსა და ფქვილს შორის დღეისათვის ასე თუ ისე ბალანსია შენარჩუნებული, იქიდან გამომდინარე, რომ 3 თვის წინ რუსეთიდან მცურავმა ბაჟმა დაიკლო და 30 დოლარამდეც კი დავიდა. პიკი გახსოვთ, ბაჟი თებერვალ-მარტში 100 დოლარზე ზემოთაც კი იყო ასული. დღეს ბაჟი 45 დოლარის ფარგლებშია. ეს ტარიფი იმითაა ნორმალური, რომ გარკვეული სტაბილურობა მომავლისთვის იყოს განსაზღვრული. გააგრძელა მუშაობა „მარცვლეულის დერეფანმა“, რომლის გარკვეულ შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნეოდა ის, რომ მიდიოდა საუბარი იმაზე, ხომ არ დაბლოკავდა მის მუშაობას რუსეთი. თუმცა საბოლოოდ შეთანხმება შემდგომ 4 თვეზე უკვე მიღწეულია. ვიცით, რომ რუსეთს დიდი მოსავალი აქვს. რუსეთს ჰქონდა პრეტენზია, რომ მისი ხორბალი და სასუქი არ გადიოდა შეუფერხებლად მსოფლიო ბაზარზე, რაც გათვალისწინებული იყო გაეროსთან გაფორმებული მემორანდუმით და რუსული მხარე უკმაყოფილო იყო მისი არასრულყოფილი მოქმედებით. გაერომ დაადასტურა, რომ შეთანხმება მიღწეულია და შესაბამისად რუსული ხორბალი, რომელიც დიდ რაოდენობითაა, საუბარია 50 მლნ ტონა საექსპორტო მოცულობაზე, ესეც გამოვა მსოფლიო ბაზარზე, რაც ფასზე დადებითად იმოქმედებს. ვფიქრობთ, რომ მცურავი ბაჟი დღეს არსებულ პარამეტრებში დარჩება. შესაბამისად წისქვილებსაც მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ.


უახლოესი თვეების განმავლობაში რაიმე სერიოზულ ცვლილებებს ბაზარზე არ ველით: არც ხორბალზე და არც ფქვილზე. პირიქით დადებითი ტენდენციების მოლოდინია.


1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 68-70 ლარია, რაც 3 თვის წინანდელ ფასებთან შედარებით დაკლებულია. ამ ფასებით მუშაობა საკმაოდ ნორმალურად შეიძლება და უახლოესი თვეების განმავლობაში პურზე ფასები სტაბილურად შენარჩუნდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ ლევან სილაგავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up