რუსულმა კომპანიებმა 2022 წელს თითქმის 161 მლნ დოლარის 73 128 ტონა ქართული ღვინო შეისყიდეს. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იტყობინება.
რუსეთის ფედერაცია, ისევე როგორც გასულ წლებში, ქართული ღვინის მთავარი მყიდველი იყო. ამასთან, 2022 წელს რუსეთის ფედერაციის წილმა ქართული ღვინის მყიდველებს შორის ქვეყნიდან ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% შეადგინა, 2021 წელს - 54,6%-ი.
მეორე ადგილზეა პოლონეთი - 14,5 მლნ დოლარი (6706 ტონა). მას მოსდევს უკრაინა, - 13,5 მლნ დოლარი (6446 ტონა). ქართული ღვინის მყიდველების ათეულში ასევე შედის ჩინეთი (12,5 მლნ დოლარი), ყაზახეთი (10 მლნ დოლარი), ბელორუსია (7,5 მლნ დოლარი), აშშ (5,2 მლნ დოლარი), ლატვია (4,3 მლნ დოლარი), გერმანია (3,2 მლნ დოლარი) და ლიტვა (2,1 მლნ დოლარი).
ღვინო მუდმივად იკავებს წამყვან პოზიციას ქართული საექსპორტო პროდუქციის სიაში. 2022 წელს ღვინომ მე-5 ადგილი დაიკავა, მისი წილი მთლიან ექსპორტში 4,5% იყო.