უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნი განცხადებით, რუსეთის რაკეტებმა ნატო-ს საჰაერო სივრცე გადაკვეთეს.
ზალუჟნის ცნობით, დილით რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები ნატო-ს წევრი რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რის შემდეგაც კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეში შევიდა. მისი თქმით, რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს. შემთხვევა 10 თებერვალს, 10:18 საათზე მოხდა.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რაკეტამ ქვეყნის ტერიტორია გადაკვეთა. არსებული ინფორმაციით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.