რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან განაგრძობს მკვეთრ რყევებს გაუფასურების მიმართულებით. ზუთშაბათს, 10 მარტს $1–ის ფასმა ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 147 რუბლსაც კი მიაღწია, თუმცა თბილისის დროით 15:00 საათისთვის ერთი დოლარი 130 რუბლის ფარგლებშია.
ბოლო 12 თვის განმავლობაში რუბლი დოლართან მიმართებაში 61%–ით არის გაუფასურებული.