რუსული Tinkoff საქართველოში გადარიცხვებთან დაკავშირებით სირთულეებს ადასტურებს. ტრანსფერების შეფერხება უცხოური ბანკების მიერ Tinkoff Bank-ის საკორესპონდენტო ანგარიშის შევსების სისწრაფესთანაა დაკავშირებული, განუმარტეს RBC-ს რუსულ საკრედიტო დაწესებულებაში.
„ყველა გზავნილი განხორციელდება. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მოგვარდება“, - განმარტავენ tinkoff-ში.
საქართველოში გადარიცხვების პრობლემების შესახებ ინფორმაცია Telegram არხმა MarketOverview-მა გაავრცელა. არხის ინფორმაციით, კლიენტები მასობრივად ჩივიან, რომ ფული საქართველოში არ მოდის. არხი Banksta წერდა, რომ Tinkoff-ს უჭირდა „საქართველოს ბანკთან“ და სომხურ Unibank-თან.
გასული წლის ოქტომბრის ბოლოს Tinkoff-მა ამოიღო სავალუტო SWIFT გადარიცხვების ოფცია ქართულ ბანკებში. ახლა, ბანკის ვებსაიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, დოლარის ან ევროს გადარიცხვა შესაძლებელია SWIFT-ით საქართველოში, ასევე ჩინეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. შემომავალი SWIFT გადარიცხვები შესაძლებელია დსთ-ს ზოგიერთი ქვეყნიდან.