ნიდერლანდები, გერმანია და დანია უკრაინას 100-ზე მეტ Leopard-ის ტანკს გადასცემენ. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გერმანიასთან და დანიასთან ერთად ჩვენ ასზე მეტ Leopard-ის ტანკს მივაწვდით უკრაინას, ხოლო შეერთებულ შტატებთან და გერმანიასთან ერთად უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადავცემთ", - თქვა რუტემ.
მან აღნიშნა, რომ ჰოლანდიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს Leopard-ის ტანკების გადაცემაში, უზრუნველყოფს საჭირო აღჭურვილობას და ეკიპაჟების მომზადებას.
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინამ რუსეთის სისასტიკისგან თავი დაიცვას", - თქვა რუტემ.