2021 წელს აუდირებული 8 სამინისტროდან 3-ს არ აქვს შემუშავებული, ხოლო 4-ს ნაწილობრივ აქვს შემუშავებული აღირცხვების ინსტრუქციით მოთხოვნილი სააღიცხვო პოლიტიკა. ამის შესახებ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სამშაბათის სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალი ორგანიზაციების 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტების შედეგების განხილვისას აღინიშნა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების მიხედვით, აღრიცხვა-ანგარიშგების ნაკლოვანებებთან დაკავშირებით გაიცა: ჯანდაცვის სამინისტრო — 3 რეკომენდაცია; ეკონომიკის სამინისტრო -7; შსს — 5; იუსტიციის სამინისტრო — 4; ინფრასტრუქტურის სამინისტრო — 3 (მათ შორის ზედმეტად აღრიცხული ორგანიზაციის საკითხი, რომელიც ანაკლიის განვითარების ფონდს ეხებოდა, ის აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო); თავდაცვის სამინისტრო — 2; გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტრო ერთად — 5 (მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება); განათლების სამინისტრო — 4; კულტურის სამინისტრო — 4.
სამინისტროთა წარმომადგენლები აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებულ რეკომენდაციებს იზიარებენ და მათ მოგვარებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ, ნაწილზე მუშაობა კი უკვე დაწყებულია.