საწვავზე ფასის ზრდის გამო Ryanair -ის 10 ევროიანი ბილეთები რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი აღარ იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავიაკომპანიის ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მაიკლ ო`ლირიმ BBC Radio - ს გადაცემა 4's Today-ისთან ინტერვიუში აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ მგზავრობის საფასური მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 10 ევროთი გაიზრდება, გასული წლის დაახლოებით 40 ევროიანი ბილეთის საფასური 2027 წლისთვის 50 ევრომდე გახდება.
როგორც მან BBC -ს განუცხადა ”ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მართლაც იაფ სარეკლამო ტარიფებს - 1 ევროს, 0,99 ევროს, თუნდაც 9,99 ევროს მომდევნო წლების განმავლობაში მომხმარებელი ვეღარ იხილავს“.
მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასის ზრდა ავიაკომპანიის ბილეთების ფასზე დიდ გავლენას ახდენს, ასევე ადამიანებს შემოსავლები უმცირდებათ. კომპანიის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილური დარჩება, თუმცა ის ასევე ფიქრობს, რომ მგზავრები მასობრივად მიმართავენ ისეთ იაფ ალტერნატივებს, როგორიცაა Ryanair და Easyjet
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხი გააგრძელებს ხშირ ფრენებს,” - თქვა მან და დასძინა, რომ ადამიანებს ამისთვის უფრო „მგრძნობიარე“ საფასურის გადახდა მოუწევთ.