Ryanair-ის ავიაბილეთების საშუალო ტარიფები წლევანდელი ზაფხულის პიკის სეზონზე პანდემიამდელ, 2019 წლის ფასებზე მნიშვნელოვნად მაღალი იქნება. ამის შესახებ Reuters ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო'ლირიმ განუცხადა.
მისი თქმით, ავიაკომპანიის ბილეთებზე ფასები 2019 წლის ნიშნულზე დაბალი მხოლოდ მარტიდან მაისამდე იქნება, ხოლო ივნისიდან გაიზრდება, რადგან არდადეგებზე სკოლები იხურება და ოჯახები საზღვარგარეთ მოგზაურობას იწყებენ.
„ამასთან ერთად, ტარიფები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება მსოფლიო ეკონომიკაში, როგორი იქნება ნავთობის ფასი და როგორ განვითარდება კოვიდპანდემიის მოვლენები,“ - აცხადებს მაიკლ ო'ლირი.
ის ორი კვირის წინაც ამბობდა, რომ თუ სექტორის აღდგენა ახალი კოვიდვარიანტის გამო არ გაჩერდა, ზაფხულისთვის მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოელის.
გასულ თვეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, Ryanair-მა 2021 წლის ბოლო სამ თვეში 96 მლნ ევროთი იზარალა.
მაიკლ ო'ლირის პროგნოზით, ავიაკომპანია პრეპანდემიური ფრენების მოცულობას მიმდინარე წლის მარტში ან აპრილში დაუბრუნდება.
bpn.ge