სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა და ახალი მექანიზმები დაემატა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა და ახალი მექანიზმები დაემატა

access_time2021-12-27 21:30:00

ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ემატება იზრდება ხელშეწყობის მექანიზმები.

ბიზნეს უნივერსალი

პროგრამის ფარგლებში, სესხის პროცენტის თანადაფინანსები ვადა გახანგრძლივდა ერთი წლით. განაცხადების მიღება განახლდება 2022 წლის 3 იანვარს და 2022 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პროგრამაში სუბსიდირებული სესხის გაცემა შეეძლებათ საინვესტიციო ფონდებს. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მინიმალური ნომრების რაოდენობა 10 დან 5-მდე მცირდება.

ევროკავშირის საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეგიონებში 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარამდე სესხის/ლიზინგის მოცულობის შემთხვევაში ყველა ბენეფიციარი 10%-იანი გრანტით ისარგებლებს, ხოლო ბიზნეს ექსპორტის კოდებზე გრანტი შეადგენს 20%-ს.

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება

„სასტუმროსა და ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის მონაწილე ბენეფიციარებს, რომლებსაც წარმოების დაწყების ვადა ეწურებათ მიმდინარე წლის ბოლოს, პანდემიის გათვალისწინებით, ოპერირების დაწყების ვალდებულება გადაუვადდებათ ერთი წლით.

საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი


პროგრამით სარგებლობის ვადა კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა, სადაც განცხადების მიღება განახლდება 2022 წლის 3 იანვარს და გაგრძელდება 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა

მომავალი წლიდან ამ მიმართულებაში პრიორიტეტი მიენიჭება შშმ პირთა მიერ ბიზნესის წამოწყებას და არსებული გაფართოებას, ასევე ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყებას და არსებული ბიზნესის გაფართოებას.

ამასთანავე, ევროკავშირის მხარდაჭერით, განისაზღვრა საპილოტე რეგიონები - იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, სადაც გაიზრდება გრანტის მოცულობა, კერძოდ გახდება 40 000 ლარი. დანარჩენ რეგიონებში იქნება 30 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ ბენეფიციარებს.

პროგრამა „გადაიღე საქართველოში“

აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, გახანგრძლივდა პროგრამით სარგებლობის ვადა. განაცხადების მიღება განახლდება 2022 წლის 3 იანვრიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

ექსპორტის ტექნიკური დახმარების ნაწილი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებას დაემატა ახალი კომპონენტი. პროგრამა შედგება სამი კომპონენტისაგან:

პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით.
აღნიშნული მოიცავს საწარმოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას; ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას.

ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით.
საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება ექვივალენტი ლარში, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნულის დაფინანსების მოცულობა - 10 000 ევრო ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up