სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტს“ ახალი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16 იანვარს განახლებული მონაცემებით, “რუსთავის აზოტის” გენერალური დირექტორი ლევან ბურდილაძე გახდა, დირექტორი კი ინდოეთის მოქალაქე ჯეი პრაკაშ ჯაჯუ.
გასხვისების შემდეგ „რუსთავის აზოტს“ ჰყავს სამეთვალყურეო საბჭოც, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:
თავმჯდომარე/წევრი: პრაკაშ კეჯრივალ, სინგაპურის მოქალაქე თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: რაჰულ სინგჰ, ინდოეთი მოქალაქე და წევრი: ეფრემ ურუმაშვილი, რომელიც ადრე რუსთავის აზოტის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს სს „რუსთავის აზოტის“ გაყიდვის შესახებ ინფორმაცია წლის დასაწყისში გავრცელდა. კომპანიის აქციათა 100% მისმა მესაკუთრე კომპანიამ - სს „ე უ ინვესთმენთსმა“ გაყიდა. მყიდველი სინგაპურში ბაზირებული მულტი-ნაციონალური საერთაშორისო კორპორაცია - Indorama Corporation - ის ქართული შვილობილი კომპანიაა