სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.2 ლარით გაიზარდა.
გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.1 ლარს შეადგენდა, 2022 წლის ოქტომბერში კი 253.9 ლარი იყო.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 31,4 ლარით არის გაზრდილი. 2021 წლის ნოემბერში საარსებო მინიმუმი 223.7 ლარს შეადგენდა.