შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი მაისში გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით, 255.3 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2022 წლის ივნისში კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 40.8 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის ივნისში საარსებო მინიმუმი მხოლოდ 214.5 ლარს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში მაისთან შედარებით, 9.1 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 217 ლარის ნაცვლად, 226.1 გახდა. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021 წლის ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 190 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.