საარსებო მინიმუმის ზრდის ტემპი ინფლაციას 7.1%-ით აჭარბებს

საარსებო მინიმუმის ზრდის ტემპი ინფლაციას 7.1%-ით აჭარბებს

access_time2022-06-08 10:00:48

ისედაც მაღალი ინფლაციის ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ საკვებზე ფასი სხვა პროდუქტებზე უფრო მეტად გაიზარდა, ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველთა ცხოვრება გაძვირდა. თუ აპრილში ინფლაციის განაკვეთმა 11.8% შეადგინა, საარსებო მინიმუმი 18.9%-ით გაიზარდა.


საქსტატის დათვლით 2021 წლის აპრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 180 ლარს შეადგენდა, შრომისუნარიანი მამაკაცის 203 ლარს, 1 წლის შემდეგ ეს რიცხვები 214 და 241 ლარამდე გაიზარდა. საარსებო მინიმუმისთვის არსებული პროდუქტთა ჩამონათვალი საერთო სამომხმარებლო კალათასთან შედარებით 1.6-ჯერ უფრო მეტად გაძვირდა. მსგავსი დამოკიდებულება სიახლეს არ წარმოადგენს. საარსებო მინიმუმის შესახებ ინფორმაცია საქსტატზე 2004 წლიდან იძებნება. ამ ხნის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის სიცოცხლისთვის აუცილებელი საარსებო მინიმუმის ღირებულება 200%-ით გაიზარდა, ფასების ზოგადი დონე - 167%-ით.


კითხვა თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა 214 ან თუნდაც 241 ლარით მართებულია, მაგრამ პასუხისმგებელი ამ შემთხვევაში საქსტატი არ არის. დაპირების საწინააღმდეგოდ მთავრობას შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს 2003 წლის 8 მაისს დამტკიცებული ფორმულა არ შეუცვლია.



19 წლის წინანდელი ბრძანების მიხედვით, შრომისუნარიანმა მამაკაცმა დღიურად 250 გრამი პური, 20 გრამი ლობიო, 15 გრამი მაკარონი, 10 გრამი ღორის ხორცი, 10 გრამი ძეხვი, 0.5 კვერცხი, 25 გრამი მაწონი, 15 გრამი სტაფილო, 20 გრამი ღვინო და ჯამში 40 დასახელების პროდუქტი უნდა იკმაროს რომელთა ჯამური ენერგეტიკული ღირებულება 2300 კილოკალორიას შეადგენს.


თავი რომ დავანებოთ 10 გრამი ხორცის მოცულობას, 2300 კილოკალორიაც არასაკმარისია და ის 13 წლის ბავშვის ნორმაა. 15-დან 50 წლამდე მამაკაცს საშუალოდ 2600-3000 კილოკალორია სჭირდება, ეს დამოკიდებულია წონაზე. ქალს შედარებით ნაკლები, თუმცა ფეხმძიმობისა და მეძუძურეობის პერიოდში უფრო მეტი.


რა უნდა იყოს რეალური საარსებო მინიმუმი? ამ კითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს. რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, ის მით უფრო მეტია. ფაქტია, საქართველო ღარიბ სახელმწიფოდ რჩება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 2003 წელს უფრო ღარიბი იყო.


დღეს ნომინალური ასაკობრივი პენსია საარსებო მინიმუმს აჭარბებს. 214 ლარზე მეტ ხელფასს იღებს დაქირავებით დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობაც. თუ ახალი გადაანგარიშებით დადგინდება, რომ საარსებო მინიმუმი 500 ლარს შეადგენს, რაც ასევე ძალიან ცოტაა, მაგრამ შედარებით ადეკვატური, მაშინ ავტომატურად გაჩნდება მოთხოვნა, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდეს. მყისიერად პენსიის 500 ლარამდე გასაზრდელად სულ 2 გზა არსებობს სხვა უწყებებისთვის დაფინანსების მკვეთრი შემცირება და ლარის ბეჭდვა რაც ინფლაციას დააჩქარებს და ნომინალურ ზრდას აზრს დაუკარგავს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up