საავტომობილო ბიზნესს გამოცოცხლება დაეტყო

საავტომობილო ბიზნესს გამოცოცხლება დაეტყო

access_time2021-11-08 12:00:09

საავტომობილო ბიზნესში სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. მართალია, ბაზარი დიდი დატვირთვით ახლაც ვერ მუშაობას, მაგრამ გაუმჯობესება ნამდვილად იგრძნობა. როგორც იმპორტიორები აცხადებენ, იმპორტი არ შეჩერებულა პანდემიურ პერიოდში, შესაბამისად, რეექსპორტშიც ზრდაა, თუმცა ბიზნესი ვითარდება ინერციით და ეს პროცესი შეიძლება პანდემიის პარალელურად გაგრძელდეს.



კომპანია ,,რობანი მოტორსის“ დამფუძნებლის ელგუჯა ჯამაგიძის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაშ საავტომობილო ინდუსტრიას სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა აქვს, ხოლო საქართველოში ავტობიზნესი ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია.



კიდევ ერთ ტენდენციაზე, რაზეც იმპორტიორი „კომერსანტთან“ საუბარში ყურადღებას ამახვილეს, ფასებია. ჯამაგიძის თქმით, ევროპაში ავტომობილი 15-18%-ით გაძვირდა, მოიმატა ფასმაც ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა რეალიზაციის პრობლემაა.



,,საავტომობილო ინდუსტრიისთვის შეიცვალა ის, რომ ინდივიდუალური შეკვეთები აზიის მიმართულებით გაიზარდა. ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია - ეს ინფორმაცია დეტალურად ჩაშლილი არ არის, ფაქტია, რომ ამან სიტუაცია მეტნაკლებად გამოასწორა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ჯერ კიდევ არის, გამოცოცხლებაც იგრძნობა, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი ინერციით ვითარდება. ნებისმიერ ქვეყანაში არის ხელშეწყობა, საქართველოს გარდა,  სახელმწიფო დონეზე არაფერი ხდება. ბიზნესის დონეზე არის კავშირები, მაგრამ არასაკმარისი, გაყიდვის პრობლემა გვაქვს, მანქანის ყიდვა ყველას იაფად უნდა. ამ დროს ევროპასა და აშშ-ში ავტომობილების ფასები გაზრდილია, დაახლოებით 15-18%-იანი სხვაობაა. დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა მსოფლიოში, რომ ფაქტობრივად უცხოურ ბაზრებზე უფრო ძვირი ღირს მანქანები, ვიდრე საქართველოში. ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა და ახლა ყველა იმას ცდილობს, რომ პანდემია ნაკლები დანახარჯით გადაიტანოს, ამიტომ ფუფუნებაზე არავინ ფიქრობს, შესაბამისად, ძალიან ცოტა მანქანა იყიდება“, - ამბობს ჯამაგიძე.




ავტოიმპორტიორის თქმით, პანდემიის დასრულების შემთხვევაში ბიზნესს მინიმუმ 1 წელი სჭირდება მდგომარეობის მეტ-ნაკლებად დასალაგებლად.



მიუხედავად იმისა, რომ დიდი გაჩერების შემდეგ წელს, მატება ფაქტობრივად ყოველ თვე შეინიშნება, 2019 წელთან შედარებით, მდგომარეობა ჯერ ისევ რთულია. კომპანია „იამოტოს“ ხელმძღვანელი პაატა მაისურაძე აცხადებს, რომ სახარბიელო ვითარება ნამდვილად არ არის, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, ბაზარი უფრო ადაპტირდა და გაყიდვებიც გაზრდილია.



,,ვერ ვეტყვით, რომ ავტობიზნესში და რეექსპორტის მიმართულებით სახარბიელო ვითარებაა. საქართველოს მდგომარეობიდან და ზოგადად, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ავტომობილებზე მოთხოვნა მუდმივად არ შეიმჩნევა. თუმცა ფასები გაზრდილია. ლოგისტიკაზე, განსაკუთრებით აზიის მიმართულებით ტრანსპორტირების და გადაზიდვების მხრივ, ფასები გასამმაგებულია, რაც ავტობიზნესზე პირდაპირ ისახება“, - ამბობს  პაატა მაისურაძე.



შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფში ავტომობილები მეორე პოზიციაზეა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 338.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.



აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტომანქანები, 632.5 მლნ აშშ დოლარით, საიმპორტო სიის სათავეშია. 



ჯამში, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22.3%-ით გაიზარდა და 10.01 მლრდ აშშ დოლარი გახდა.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up